суббота, 20 декабря 2008 г.

The Youth Assembly-a watchdog for Protecting Children`s rights in Georgia ახალგაზრდული საკრებულო -ბავშვთა უფლებების დაცვის სადარაჯოზე საქართველოში და

1.საცდელი პროექტის სახელი
ახალგაზრდული საკრებულო - ბავშვთა უპლებების დაცვის სადარაჯოზე საქართველოში და საზღვარგარეთ
2.პროექტის მოკლე აღწერა
შევქმნით ქ.საჩხერის მუნიციპალურ ცენტრთან არსებულ მოსწავლეთა ახალგაზრდულ საკრებულოს,რომელიც იმუშავებს ბავშვთა უფლებების დაცვის,განათლების,სოციალური საკითხების,კულტურის,სპორტის და ინტეგრაციის სფეროებში
3.პროექტის სრული აღწერა
ბავშვთა უფლებები განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს და მოითხოვს მთელ მსოფლიოში ბავშვბის მდგომარეობის განუწყვეტელ გაუმჯობესებას,აგრეთვე მათ აღზრდასა და განათლებას მშვიდობისა და უსაფრთხოების პირობებში-ნათქვამია გაეროს გენერალური ასამბლეის ბვშვთა უფლებების კონვენციაში.
იმისათვის,რომ არ განელდეს ყურადღება ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხების მიმართ ,ჩვენი მიზანია . შევქმნათ ქ.საჩხერის მუნიციპალურ ცენტრთან არსებული მოსწავლეთა ახალგაზრდული საკრებულო,რომელიც იმუშავებს ბავშვთა უფლებების დაცვის,განათლების,სოციალური საკითხების,კულტურის,სპორტის და ინტეგრაციის სფეროებში.ეს იქნება მე-10 და მე-11 კლასის ახალგაზრდებით დაკომპლექტებული არაპოლიტიკური ორგანიზაცია,რომლის სტრუქტურა იმეორებს ქალაქის მუნიციპალური მთავრობის სტრუქტურას.
დაწესებულების მთავარი ფუნქიაა,მონაწილეობა მიიღოს ჩვენი ქალაქის განვითარების საქმეში,ასევე გაეცნოს კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ბავშვების პრობლემებს,იმსჯელოს სკოლებში არსებული მდგომარეობის თაობაზე და აშ.
ახალგაზრდული საკრებულოს წევრები შეირჩევიან რაიონის თითოეული სკოლიდან ერთი წარმომაგენელი(სულ 34 სკოლაა),მათ სემინარი ჩაუტარდებათ ანონმდებლობაზე,მოსწავლეთა ქცევის კოდექსის ეფექტურობაზე,საკრებულოს არჩევის შემდეგ ისინი შეიკრიბებიან ,განიხილავენ და დაამტკიცებენ რეგლამენტს.
4.მონაწილეთა ასაკი 15-17 წელი.
5.ვადები ხანგრძლივობა-1 წელი (2009წ)
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში
საკრეებულოს წევრები დაგეგმავენ შეხვედრებს სკოლის თვითმმართველობასთან,შექმნიან მონიტორინგის ჯგუფს,რომელიც შეისწავლის მოსწავლეთა ყოფაქცევას,მათ საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას,მოიძიებენ ინტერნეტში მასალებს და გააცნობენ მათ,მოაწყობენ საკლასო პრეზენტაციებს,ღონისძიებებს.
ახალგაზრდულ საკრებულოში იქნება 5 კომისია,აირჩევენ თავმჯდომარეს,მოადგილეს,ფრაქციებს,კომისიებს.ბავშვებს კონსულტაციებს გაუწევს რაიონული მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან მისი მოდგილეები.
7.მოსალოდნელი შედეგები
მონაცემების საფუძველზე შეიქმნება მონაცემთა ბაზა,რომლის მიხედვითაც მოსწავლეებს მიეცემათ კომენტარები თუ როგორ იმუშავეს,რა ხარვეზები ქონდათ და რა უნდა გაითვალისწინონ მათ შემდგომი მუშაობისთვის.
თითოეული კლასი წარმოადგენს სასწავლო შემოქმედებით პროექტს და ყოველი მთგანი საუთარ ამოცანაზე იმუშავებს.
8.სარგებელი სხვბისთვის
პირველ რიგში მოსწავლეები ისწავლიან თანამშრომლობას,საჭირო მომენტში ერთი საქმისთვის გაერთიანებას,დადებით გავლენას მიახდენენ სხვა ბავშვებზე და დააინტერესებენ საზოგადოებრივი საქმიანობით,იზრუნებენ თანაკლასელების ზნეობრივ ამაღლებაზე.
9.სამუშაო ენა- ქართული
10.საგნებთან კავშირი
ინგლისური ენა(მასალების თარგმნა),სამოქალაქო განათლება(დამიანის უფლებები,დემიკრატიის პრინციპები და აშ.) საინფორმაციო ტექნოლოგიები(დოკუმენტების აკრეფა ტექსტურ რედაქტორში,მასალების მოძიება,ბლოგზე განთავსება)
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან
ჯერჯერობით 20 სკოლა
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი-ეკა ენუქიძე,ანა შუკაკიძე,ნინო ჭიტაძე.
13.როექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა www.eenukidze@gmail.com ,shukakidze.ana2@gmail.com

14.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
http/www.sakrebulo1skola.blogspot.com